კანდიდატის სტატუსი - რეკომენდაციებზე მუშაობა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ ის ცხრა ახალი დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც ქვეყანამ ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ახლა ევროკომისიისგან უკუკავშირს ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ იმასაც, რომ სამუშაო პროცესის კარი ყველასთვის ღიაა.