კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევებია – იმისთვის, რომ ქვეყანამ მორიგ ეტაპზე გადაინაცვლოს და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს, ცხრა პუნქტი უნდა შესრულდეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ უმრავლესობისგან კონკრეტულ გეგმას ელოდებიან, რის შემდეგაც საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას მიესალმება მმართველი გუნდი.