ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ დამატებით ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ახლა ევროკომისიისგან უკუკავშირს ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკური მხარე უნდა ჩაერთოს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არ იციან, სამოქმედო გეგმაში რა წერია და შინაარსის გაცნობის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.