ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილებით რუსეთს უთხრა, რომ საქართველო განიხილება ევროგაერთიანების ნაწილად და არ არის მიტოვებული პერიფერია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია დეოკუპაციის მნიშვნელოვანი სიგნალია და აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის არის შესაძლებლობა, გაიაზრონ, რომ ერთიან საქართველოში ყოფნა მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა.