მამუკა გამყრელიძის განცხადებამ ოპოზიცია ახსნა-განმარტებების რეჟიმში ჩააყენა.
ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის შემდეგ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ამჯერად „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ამხელს. გვარები არც ახლა დაკონკრეტებულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მტკიცებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა. გამყრელიძე ამბობს, რომ შეხვედრებს, სადაც მსგავსი სურვილები ჟღერდებოდა, თავადაც ესწრებოდა. ოპოზიციის ნაწილი მსგავს ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს, მეორე ნაწილისთვის კი საბოტაჟის მცდელობა გასაკვირი არ არის. ისევე როგორც მმართველი გუნდისთვის, რომელიც არც კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერების დასახელებას ერიდება. „ქართული ოცნება“ საბოტაჟის დამადასტურებელ ახალ მტკიცებულებებს აანონსებს და ცალკეული ოპონენტებისგან ანალოგიურ ქმედებებს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზეც ელოდება.