როგორ აისახება საქართველო-უკრაინას შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა წლის ბოლოს მისაღებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე – კითხვა განსაკუთრებით იმ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ გააქტიურდა, რაც ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ქვეყანა დაატოვებინა, კიევიდან თბილისის მისამართით კი ტონი და გზავნილები კიდევ უფრო გამწვავდა და ხელისუფლების შეცვლისკენ ახალი მოწოდებები გაისმა.
ოპოზიციის ნაწილი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში უკრაინის პოზიციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების დროს უკრაინის გავლენას არც მმართველ გუნდში გამორიცხავენ. თუმცა, 12 პუნქტის გარშემო ჩატარებული სამუშაოების და ევროპის ქვეყნებში შეცვლილი განწყობების გათვალისწინებით ხელისუფლებას ოპტიმისტური პროგნოზი აქვს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროის მოახლოებასთან ერთად ურთიერთბრალდებები უკიდურესად მწვავდება. „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს კანდიდატის სტატუსის მიზანმიმართულად დაბლოკვის მცდელობაში ადანაშაულებენ.