კანდიდატის სტატუსი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველო 15 დეკემბერს, ევროკავშირის 27 ქვეყნის მხარდაჭერას ელოდება. მოლოდინები დადებითია, მხარდაჭერის იმედი აქვთ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციურ სპექტრში. ახლა ქვეყანამ 9-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ხელისუფლებამ უკვე მოამზადა რეკომენდაციების შესრულების სტრატეგია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ევროპული დავალებების შესრულების გზები, პასუხისმგებელი უწყებები და ვადები. მთავარი სამუშაო პროცესი პარლამენტში წარიმართება.

სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ პრიორიტეტების შესრულებას უზრუნველყოფს, თუმცა, ამ პროცესში ოპოზიციის როლს სკეპტიკურად უყურებენ.