კანდიდატების წარდგენა აჭარაში

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძეა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი – ტიტე აროშიძე. კანდიდატები მხარდამჭერებს ბათუმში რამდენიმე წუთის წინ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა წარუდგინეს. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს: პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.