დღეს ქედაში მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანზორ ბოლქვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
დღესვე, „ქართული ოცნება“ ანზორ ბოლქვაძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევში წარადგენს, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართება ხულოში.