კანაფის წარმოება-კულტივაციის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა არ იგეგმება,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საკითხზე კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. სპიკერის ცნობით, საპატრიარქოს მიმართ ხელისუფლების თხოვნა იყო, რომ გარკვეული კონსულტაციები შედგეს და ინფორმაციის გაცვლა მოხდეს.