მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის გაწვევას არ გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა უსმენს ეკლესიას, საზოგადოებას და კითხვების არსებობის შემთხვევაში კონსულტაციები გაგრძელდება.