მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტზე ხელუსუფლებამ უარი თქვა.
პარლამენტიდან უკან გაიწვევენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის განხილვა თვეზე მეტია შეჩერებული იყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პროექტის ავტორი უწყების პირველი პირი, გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პატრიარქს შეხვდა.
სწორედ საპატრიარქო იყო ერთ-ერთი, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის და საექსპორტოდ კანაფის წარმოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მმართველ გუნდს მისი გაწვევისკენ მოუწოდებდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არ უარყოფენ, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობის გარდა, რეზონანსულ კანონპროექტზე უარის თქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსაც უკავშირდება.