აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში კანადის საელჩო, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. „რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, – წერს საელჩო „ტვიტერზე“.