ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან ყველაზე ცნობილი მედიაპროექტის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა. ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა თითქმის მთელი საქართველო მოინახულეს და გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.
საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადური ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.