25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა.
სწორედ დღეიდან დაიწყო 16-დღიანი კამპანია, რომელიც 1991 წლიდან მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება. მას 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. მათ შორისაა საქართველოც. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.
თარიღთან დაკავშირებით ტრადიციულად წითელ ფერში ნათდება საქართველოს პირველი არხის შენობა. საქართველოს პირველი არხი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას.