კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ

„ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, თუ რასთან გვქონდა საქმე“- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა საკითხს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მის მიმართ სანქცია იყო უსამართლო. ამასთან, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ აშშ-ის საელჩოს მიმართა, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს.

თათია ტაბეშაძე პოლიტიკური შეფასებებით.