კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

თარიღთან დაკავშირებით მსოფლიოში 16-დღიანი კამპანია იწყება. მას უერთდება საქართველო და ასევე საქართველოს პირველი არხი. კამპანიის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერში ჩაუშვებს სპეციალურ ვიდეორგოლს. მაუწყებლის ყველა პლატფორმა 10 დეკემბრის ჩათვლით დაეთმობა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემებს. დღეს ასევე სოლიდარობის ნიშნად მაუწყებლის შენობა წითელ ფერში განათდება.