„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან“- პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა. მისი მიზანი, 1 მაისისთვის ასამოქმედებელი ცვლილებების შესახებ საზოგადოების, ბიზნესსექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მაქსიმალური ინფორმირებაა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ნათია ქენქაძე განავრცობს თემას.