პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ეკლესიაზე პარტიული და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი შეტევების მასშტაბი იმ საშიშ ზღვარს მიუახლოვდა, რომელმაც შესაძლოა სამოქალაქო მშვიდობას შეუქმნას საფრთხე.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად” და სხვა მსგავსი რიტორიკა, რელიგიური შეუწყნარებლობაა და სიძულვილის ენაა.
პაპუაშვილმა საუბრისას სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი გამოყო და თქვა, რომ ბექა მინდიაშვილი ეკლესიას თავს აქტიურად ესხმის, ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ სამწუხარო უწოდა ფაქტს, რომ აღნიშნული ცენტრი USAID-ის მხრიდან ფინანსდება.
საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის განცხადება