კამერულ ორკესტრს „თბილისის კონცერტინო“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა

კამერულ ორკესტრს „თბილისის კონცერტინო“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 14 მაისს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაზე ბელა ბარტოკის დივერტისმენტი, სულხან ნასიძის კამერული სიმფონია და ფრანსის პულენკის კონცერტი ორღანისა და სიმებიანი ორკესტრისთვის შესრულდება.

კონცერტის სოლისტი გერმანიასა და იტალიაში მოღვაწე ქართველი ორღანისტი ელენე ჭელიძე იქნება.

შეგახსენებთ, კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ 1988 წელს კომპოზიტორმა და დირიჟორმა შავლეგ შილაკაძემ დაარსა.