კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომა – ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიას მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, თეონა აქუბარდიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე მოითხოვა. ბერაიამ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს და მომხდარის გამო, ბოდიში უკვე მოიხადა.