თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ლევან გოგიჩაიშვილსა და აკაკი ზოიძეს შორის კამათი მოყვა.
პროექტის მიხედვით, რომელიც სხდომაზე ზოიძემ წარმოადგინა, თამბაქოს მოწევაზე გარკვეული შეზღუდვები უქმდება, გოგიჩაიშვილი სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვებას ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის თანახმად საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით.
იურიდიულმა კომიტეტმა საბოლოოდ კანონპროექტი პირველი მოსმენით, იმ დათქმით მიიღო, რომ აღნიშნულ სადავო საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.