საზოგადოებაში სპორტული ინტერესის ამაღლებისა და მეტი ჩართულობის მიზნით, გურიის რეგიონში კალათბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატში, რომელიც ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით და „ახალგაზრდული გაერთიანების“ ინიციატივით იმართება, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის გუნდები მონაწილეობენ.
გამარჯვებული გუნდები თასითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.