თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე დაიკითა ფსიქოთერაპევტი, რომელიც შემთხვევის შემდეგ ბრალდებულ მიხეილ კალანდიასთან მუშაობდა. დაცვის მხარის თქმით, მოწმემ ისაუბრა შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის მდგომარეობაზე.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაკითხული მოწმის ჩვენებიდან საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები არ იკვეთება.