კახაბერ ტატიშვილის პერსონალურ გამოფენას „გალერეა 9″ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე, რომელიც ორ დარბაზშია განთავსებული, მხატვრის 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები აერთიანებს: კოლაჟებს პორტრეტებსა და აბსტრაქციას, რომელიც მიგვანიშნებს, რომ კახაბერ ტატიშვილის შემდეგი, რიგით მე-15 გამოფენა აბსტრაქციებს დაეთმობა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 14 დეკემბრამდე დარჩება.