კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებს უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრული პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან.
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ გურჯაანისა და თელავის პარტიული ოფისების გახსნის დროს მობილიზებული იყვნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ქემოკლიძის შეფასებით, ეს არის ის მავნებლური პრაქტიკა, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა 2011-12 წლებში. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამას მაშინ აქტიურად ებრძოდა, თუმცა 8-9 წლის შემდეგ იგივეს იმეორებს.