კახა კუკავა თბილისში მოვაჭრეებს შეხვდა

საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. კახა კუკავა დღეს  თბილისში მოვაჭრეებს შეხვდა, შემდეგ კი გორში ჩავიდა.

ფოსტის შენობის მიმდებარედ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე კახა კუკავა ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

კუკავამ მოსახლეობას 28 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.