ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ წილი ისევ დაყადაღდება. კახა კოჟორიძის განცხადებით, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესებს წარმოადგენს, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელის საფუძველზე მიიღო. საუბარია „რუსთავი 2-ის“ 60 პროცენტიან წილზე. სწორედ 60 პროცენტს ფლობდნენ დამფუძნებლები კომპანიაში, რომელიც მათი განცხადებით, იძულებით დაათმობინეს. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წილების დაყადაღებაზე გასაჩივრდება.