მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს ეხმაურება იურისტი კახა კოჟორიძე. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფში არ უნდა შედიოდნენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, რომლებსაც უსამართლო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და სააპელაციო სასამართლოში მურუსიძის უვადოდ გამწესებას მხარი დაუჭირეს.
იურისტი სისტემის სათანადოდ მომზადებაზე და კვალიფიციური კადრების აუცილებლობაზე საუბრობს.