საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს დედაქალაქის მერი.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გიორგი კობერიძის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენი კოლეგა და მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი კობერიძე 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი და მის გვერდში მყოფი არაერთი ადამიანის ბრძოლა მძიმე სენთან წარუმატებელი აღმოჩნდა. გიორგი გამორჩეული იყო როგორც თავისი პროფესიული უნარებით, ისე ადამიანობითა და მეგობრობით. ეს უდიდესი დანაკლისია პირველი არხისთვის, მთლიანად ჟურნალისტური და არამარტო მედია საზოგადოებისთვის.