კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერი აცხადებს, რომ პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც სურთ და რა ფორმითაც სურთ. ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებსა და ზაზა სარალიძესა და მერიას შორის მიმოწერაზე გააკეთა განმარტება და ორივე წერილი გაასაჯაროვა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მერიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია და თავად აქციის ორგანიზატორებზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებენ თუ არა ამ რეკომენდაციას.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერიის წერილი დეკემბრის თვეს ეხებოდა და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან.