თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ სტუდენტთა დახმარების ახალ პროგრამაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 ათასი ან ნაკლებია, სწავლის გადასახადს მერია დაუფინანსებს. ინიციატივის ფარგლებში, დაფინანსებას მერიისგან დაახლოებით, დამატებით 1000 სტუდენტი მიიღებს.