20-21 ივნისს შექმნილ მდგომარებაზე დღეს კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძე ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, საკუთარი პოზიცია გამოხატოს. თუმცა, როგორც თბილისის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, საკანონდებლო ორგანოსთან ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იყო მიუღებელი, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციასაც ეკისრება. ეს განცხადება კალაძემ ჟურნალისტებთან ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების დროს გააკეთა.