თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება განურჩევლად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი ორს“ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს.