მწვავე განხილვის და ხმაურის შემდეგ თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდა.
კენჭისყრას წინ კახა კალაძის ანგარიშის წარდგენა უძღოდა, რა დროსაც დარბაზში სიტუაცია არაერთხელ გამწვავდა. სიტყვიერთან ერთად იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. დედაქალაქის მერის გამოსვლამ კრიტიკის და ბრალდებების ფონზე ჩაიარა. ყველაზე მეტად კალაძე საცობების, სატრანსპორტო პოლიტიკის და ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიის გამო გააკრიტიკეს. ისმოდა ბრალდებები კორუფციაზეც. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მერს ბანერებით და ხელბორკილებით დახვდა. ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და სატრანსპორტო მიმართულება – ეს იქნება 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მილიარდ 800 მილიონამდე ლარს შეადგენს.