კახა კალაძეს განაცხადება

„როგორც გამჭვირვალობის კანონი იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ – არა, ეს არის დიდი სისულელე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, ფეისბუქ-ლაივში განაცხადა. კახა კალაძის თქმით, საუბარი, თითქოს ის წყვეტს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობას და იმას, თუ ვინ ითამაშებს, არის სიბინძურე და მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „უარესს აკეთებდნენ“.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაზე. ასევე, კალაძემ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 26 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაში წარმატებები უსურვა.