დედაქალაქის მერმა თბილისი-ნაფეტვრების დასრულებული გზა მოინახულა. კახა კალაძის განცხადებით, ამ ადგილას ფაქტობრივად, გზა არ არსებობდა. კალაძის თქმით, მოსახლეობის თხოვნა იყო გარე განათების დაყენება, რომელზეც პასუხისმგებლობას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აიღებს და უახლოეს მომავალში გზა ბოლომდე განათდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში დაეგო 2 კილომეტრამდე ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე სისტემები. სამუშაოები კომპანია „ჯი ან ჯიმ“ აწარმოა.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან გზის მშენებლობაზე 800 000-მდე ლარი დაიხარჯა.