თბილისის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი დედაქალაქის ათი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ღონისძიება ამ წუთებში ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს. კალაძის გუნდიდან თბილისის საკრებულოში მოსახვედრად როგორც ძველი, ისე ახალი სახეები იბრძოლებენ.