თბილსერვის ჯგუფი გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს ასუფთავებს. განკარგულება ამის შესახებ დღეს დილით ახლად არჩეულმა მერმა გასცა. კახა კალაძემ პირადად მოინახულა ეს მიწისქვეშა გადასასცლელი. არჩეულმა მერმა თანმხლებ პირებთან ერთად გადასასვლელი პირზე აფარებული ხელით გაიარა. ამის მიზეზი ანტისანიტარიის გამო ადგილზე არსებული სუნი იყო. კახა კალაძის ინფორმაციით, მოხდება დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება. დაგეგმილია განათების სისტემის დამონტაჯებაც.