კომპანია „სითი პარკი” თბილისის მერს სასამართლოს დავის დასრულებამდე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გადავადების მოთხოვნით მიმართავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომპანიის ადვოკატებმა, ნათია წკეპლაძემ და ალექსანდრე იოსელიანმა მერიაში კახა კალაძის სახელზე განცხადება შეიტანეს. მათი თქმით, იმისათვის, რომ კომპანია „სითი პარკს” საშუალება ჰქონდეს საკუთარი უფლებები სამართლებრივად დაიცვას, ჯერ სასამართლო დავები უნდა დასრულდეს.
„სითი პარკის“ მოთხოვნას თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღი არ გადავადდება.