კახა კალაძე - „სითი პარკი“ ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს
„სითი პარკი“ ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად – ეს განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, „სითი პარკი“ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს 10 აპრილამდე შეასრულებს, ამის შემდეგ კი ფუნქციებს უკვე „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“გადაიბარებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელმა დღეს მერისგან დავალება მიიღო, რომ „სითი პარკში“ მომუშავე, დაახლოებით 120 თანამშრომელი უმუშევარი არ დარჩეს და ისინი სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდნენ.
კახი კალაძის განცხადებით, ჯარიმებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.