კახა კალაძე: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს

საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს – ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თბილისი მერმა განაცხდა. კალაძის თქმით, გავრცელებული ცნობები თითქოს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველო-ისრაელის ბიზნესურთიერთობებს ავნებს, მანიპულირებაა.

მერის ინფორმაციით, თბილისის მერიას არასდროს ჰქონია „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის პრობლემა და საჭიროების შემთხვევაში, უწყება საკუთარ პოზიციას სასამართლოში დაიცვას.