კახა კალაძე სამშენებლო ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების ზომების მიღებას ეხმაურება
სამშენებლო ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების ზომების მიღებას ეხმაურება თბილისის მერი. კალაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ნებართვების გაცემისას უსაფრთხოების საკითხი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.