დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძემ 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი მოინახულა, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია.
ავტოსადგომზე ამ ეტაპზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე საცხოვრებელ სახლს და კულტურული მემკვიდრეობის ერთ ძეგლს.
სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდება.