კახა კალაძე ნატახტარში, „კოკა კოლას“ ქარხანაში იმყოფებოდა. მისი თქმით, სასიამოვნოა როდესაც ქვეყანაში ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება. კალაძემ თემურ ჭყონიას მიღწვებისთვის მადლობა გადაუხადა. თემურ ჭყონიამ კი აღნიშნა, რომ კახა კალაძე პირველია ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, რომელიც ქარხნის მუშაობით დაინტერესდა.