კახა იმნაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა დღესაც გრძელდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ კახა იმნაძემ გაერო-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დიპლომატმა სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია დააფიქსირა.

ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებითა და წაქეზებით გადადგა  – კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოებას და ნორმებს, –  აცხადებს დიპლომატი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო შექმნილ მდგომარეობაზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან ისაუბროს. იმნაძემ განაცხადა, რომ ანტონიო გუტიერეში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა, რუსეთის პოზიციის გამო, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიამ საქართველო ჯერ კიდევ 2008 წელს დატოვა.