ლანჩხუთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოციალურ ქსელში 17 პირადობის მოწმობის ფოტო გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, გადაყრილი იპოვა და მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენა.