ნაკრების ფეხბურთელების 11 წლის წინანდელი შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუსთან – კადრები, რომლებმაც დღეს სოციალური ქსელები მოიცვა.
2013 წელს, თბილისის „დინამოს“ აკადემიის გახსნაზე, თბილისში იმყოფებოდა მადრიდის „რეალის“ მაშინდელი ვარსკვლავი და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ. აკადემიის აღსაზრდელთა შორის, რომლებიც მაშინ შეხვდნენ რონალდუს, იყვნენ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი წევრები. კადრებში ხედავთ გიორგი ჩაკვეტაძეს, გიორგი ქოჩორაშვილს, ლუკა ლოჩოშვილს, ანზორ მექვაბიშვილს, ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ვიდეო საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ინახება. სწორედ ამ შემადგენლობით ისინი დღეს პორტუგალიის და კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებენ.
გამარჯვება და წარმატება ჩვენს ფეხბურთელებს.