წინა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური განწყობების გამო, წლების წინ მას ქვეყნის დატოვება მოუხდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, 2001 წელს დაწერილი სცენარი დაუფინანსეს და კრიმინალური დრამის გადაღებები დაიწყო. რეჟისორ გია კაჭარავას ახალი ნამუშევარი ეკრანებზე, სავარაუდოდ, ზაფხულში გამოვა.
კაცი – ასეა დასათაურებული ფილმი, რომელიც პატიმარი დედის და კრიმინალად ქცეული შვილის რეალურ ისტორიაზეა აგებული.