K2-ის დალაშქვრა

ალპინისტების ჯგუფმა მსოფლიოს რიგით მეორე უმაღლესი მწვერვალი ზამთარში პირველად დალაშქრეს და  მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარეს.

მთამსვლელთა გუნდი თავდაპირველად 60 წევრისგან შედგებოდა, რომლებიც შემდეგ ჯგუფებად დაიყვნენ. ზამთრის განმავლობაში, K2-ზე ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-საც კი აღწევს, ტემპერატურა კი, მინუს 60 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს. ამ ზამთარს 8 611 მეტრის სიმაღლის მთაზე ათობით ალპინისტი იმყოფებოდა იმ იმედით, რომ იგივე შედეგს მიაღწევდა. მათ შორის, ამ კვირაში მწვერვალის დალაშქვრის დროს ერთი ესპანელი მთამსვლელი გარდაიცვალა.